ეროვნულ-დემოკრატიული დიარეა

ეროვნულ-დემოკრატიული დიარეა


დღეს გესაუბრებით ახლახან აღმოჩენილ ენტეროვირუსზე, რომელიც თავისნაირ ვირუსთაგან მრავალი ნიშან-თვისებით გამოირჩევა. დაავადებას, ისევე, როგორც მის გამომწვევ ერთუჯრედიან მიკროორგანიზმს, «გურამ ჩახვაძე» ეწოდება. მისი დროულად შემჩნევა და განეიტრალება ძალზე ძნელია, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

ძირითადი სიმპტომები: «გურამ ჩახვაძის» ძირითადი სიმპტომებია: დიარეა, პათოლოგიური შიში მოქმედი ხელისუფლების მიმართ, სხვის დაკრულზე ცეკვის დაუოკებელი სურვილი და, რაც ყველაზე მთავარია, უნებლიე დეფეკაცია (გასაგებ ენაზე: ჩასვრა) მოქმედი ხელისუფლების მიერ დაავადებულის მიმართ შენიშვნის გამოთქმისას. 

პაციენტს ხშირად ეჩვენება, რომ ხელისუფლება უნდა ამხილოს კორუფციაში, მაგრამ რეალობაში მალევე ბრუნდება და დაავადების სიმპტომებიც მომენტალურად იჩენს ხოლმე თავს.

გამომწვევი მიზეზები: იწვევს მიკროორგანიზმი «გურამ ჩახვაძე», რომლის პირველადი სახეობაც იყო შინაგანი მიკროფლორის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ შემდეგ დეგრადირდა და ვირუსის თვისებები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ «გურამ ჩახვაძე» განეკუთვნება «წაკლაურის» ჯგუფის დაავადებებს, რაც ნიშნავს, რომ იგი გადაეცემა ფულით. მიკრობი ეკვრის ფულს და მისი მეშვეობით ხვდება ორგანიზმში, სადაც ავლენს პარაზიტის თვისებებს და იწვევს ქრონიკულ დიარეას. განსაკუთრებით საგრძნობია აუტანელი მყრალი სუნი, რომელიც დგება ყველგან, სადაც «გურამ ჩახვაძე» ხელისუფლების პირისპირ აღმოჩნდება.

რისკ-ჯგუფი: «გურამ ჩახვაძე» ძირითადად არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილთ ემართებათ. საკუთარი წარუმატებლობის შეგრძნება, მორალური არამდგრადობა, უპრინციპობა და პიროვნული სისუსტე _ ამ თვისებების მატარებელი ყოველი ადამიანი პოტენციური «გურამ ჩახვაძეა».

დაავადება განსაკუთრებით რთულდება, თუ პაციენტის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. პრინციპების არასაკმარისი სიმყარის გამო «გურამ ჩახვაძის» მოსყიდვა საკმაოდ იოლია, რაც, საერთო ჯამში, სიტუაციას ართულებს და ზემოხსენებულ სუნს კიდევ უფრო ამძაფრებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვირუსი სამიზნედ ირჩევს ადამიანებს, რომლებიც მანამდე ავად არ ყოფილან. მსგავსი თვისება ჩვეულებრივია ედპ ჯგუფის დაავადებებისთვის. «გურამ ჩახვაძით « სნეულნი მსგავსი ტიპის დაავადებებისადმი მდგრადობით გამოირჩევიან ხოლმე.

დაავადების პრევენცია: «გურამ ჩახვაძის» თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ან ავადმყოფთა ჯგუფის (რომელსაც თავად ავადმყოფები «პარტიას» უწოდებენ) ჩამოცილება პოლიტიკური პროცესებისგან. გამორიცხეთ მათი დაშვება არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, «გურამ ჩახვაძე» არა მხოლოდ ორგანიზმს, სახელმწიფო სტრუქტურასაც ზიანს მიაყენებს. დაავადების შესასუსტებლად აუცილებელია სნეულთა «პარტიის» იზოლირება მედიასაშუალებებისგან.

საინკუბაციო პერიოდი: ენტეროვირუსის მოქმედება საკმაოდ გვიან იწყება. შესაძლოა, ადამიანს მთელი ცხოვრება «გურამ ჩახვაძე» სჭირდეს, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გაიგებს, თუ მის საყვარელ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას რეალური ოპონენტი გამოუჩნდება.

გახსოვდეთ: თუ «გურამ ჩახვაძეს» დროულად არ მოიშორებთ თავიდან, დროთა განმავლობაში იგი უფრო რთულ ფორმაში, «ბაჩუკი ქარდავაში» გადაიზრდება, რომლის არამარტო მკურნალობა, შენახვაც გაცილებით ძვირი დაჯდება.

მკურნალობა: დაავადების განკურნების აპრობირებული მეთოდი ჯერ არ არსებობს. მთავარია, რომ პაციენტი გადავარწმუნოთ მის ერთადერთობაში, ვინაიდან ხშირად ის თავის «პარტიას» მარტო წარმოადგენს ხოლმე.

იმედი ვიქონიოთ, რომ 2012 წელი დიდი აღმოჩენების წელი იქნება და ამ აღმოჩენათა რიცხვში «გურამ ჩახვაძისგან» განკურნების მეთოდიც იქნება.

ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!

«პოლიტიკურ დაავადებათა» მკურნალი, დოქტორი

ნოდარ ჰაუსი