"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მიმართ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს. გაგნიძის თქმით, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ სამართლებრივი პოლიტიკის სფეროში ახალი პრეცედენტი გააჩინა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ივანიშვილის საქმეს.
"ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მიმართ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხში, რომელსაც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს, მოსარჩელეებისა და მათი ადვოკატების განმარტებით, უდავოა ის გარემოებანი, რაც მოქალაქეობის შეწყვეტამ გამოიწვია და რაც გამოიხატება ივანიშვილისა და ხვედელიძის მიმართ მთელი რიგის უფლებების შელახვით. ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები, აგრეთვე შიდა კანონდმებლობაც, როგორიცაა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კონსტიტუციის მე-12 მუხლი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" და შესაბამისი მთელი რიგი ნორმები, რის საფუძველზეც ადვოკატები მოითხოვენ მოქალაქეობის შემწყვეტი ნორმატიული აქტის ბათილობას. ადვოკატები განმარტავენ, რომ ივანიშვილისა და ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა განხორციელდა პოლიტიკური მოტივით და უკანონო, არამართლზომიერი მიზნით - მოსარჩელისთვის იმ საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევით, რითაც აღიკვეთა პოლიტიკური საქმიანობა, არჩევნებში კანდიდატად კენჭისყრის უფლება და სხვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გრიგოლ გაგნიძე.
"ზოგადი სამართლებრივი შეფასებით სადავო არ არის, რომ "ნორმატიული აქტების" შესახებ საქართველოს კანონის შესამაბისად, პრეზიდენტის ბრძანებულება არის ნორმატიული აქტი. მე-7 მუხლის მე-10 ნაწილით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ან თანამდებობის პირთა ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე კანონის მე-11 მუხლში არის გაწერილი პრეზიდენტის ნორმატიული აქტები. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ბრძანებულებას არ აქვს კონსტიტუციაზე მაღალი ძალა და კონსტიტუციური უფლების შელახვა შეიძლება გახდეს ანტიკონსტიტუციური ნორმატიული აქტზე საკონსტიტუციო სასარჩელო წარმოების აღძვრის საფუძველი. შედეგი შეიძლება იყოს უფლებების დამრღვევი ნორმატიული აქტის ბათილად გამოცხადება, გაუქმება ან ბათილობა", - განაგრძობს ადვოკატი.
"ამასთან, კანონებს შორის, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობს, ერთ-ერთია ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. ამ კანონის 39-ე მუხლში წერია, რომ საკონსტიტუციო სამართალში ნორმატიული აქტისა და მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებსა და სხვა ფიზიკურ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებები", - დასძენს გრიგოლ გაგნიძე და შეკითხვას – "ანუ მიგაჩნიათ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციის მეორე თავში მოხსენიებული უფლებები დარღვეულია?" - პასუხობს:
"დიახ. კონსტიტუციის მეორე თავის მთელი რიგი თავებია დარღვეული, როგორიცაა მაგალითად მე-12 მუხლი, სადაც საუბარია მოქალაქეობის მოპოვებასა და დაკარგვაზე, მე-13 (საქართველოდან გაძევების აკრძალვა), 26-ე (პოლიტიკური პარტიების გაერთიანებების შექმნა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება), 28-ე (რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება), 29-ე (სახელმწიფო თანამდებობის დაკავება). 32-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები. ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას და ამავე კანონის მე-19 მუხლში წერია, რომ ნორმატიული აქტები, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში მოხსენიებულ უფლებებს არღვევს, მოსარჩელის სურვილისამებრ შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი. მაგრამ ნახეთ, რას ამბობს მე-19 მუხლის მეორე ნაწილი: თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეული იქნება კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიამრთავს საკონსტიტუციო სასამრთლოს, ხოლო საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვის შემდეგ".
795
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85