ჯოშუა კუცერა,“Eurasianet”
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გაზეთთან „არგუმენტი ი ფაქტი“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებს ამზადებენ:
„რუსეთის და საქართველოს მრავალეროვანი ხალხები განუყოფელნი არიან. სააკაშვილი კი ახლა ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორსაა. სულ უფრო მეტ ქართველ ჯარისკაცს აგზავნიან სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისთვის სხვა ქვეყნებში. საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ ადამიანებს, რათა მათ რუსეთში ტერორისტული აქტები განახორციელონ“.
ზოგიერთ მიმომხილველს საეჭვოდ მოეჩვენა ის, რომ პატრუშევმა ასეთი განცხადება, სწორედ დღეს გააკეთა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთში გამართულმა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა რუსეთის მთავრობის მოწყვლადობა ცხადყო – ფაქტობრივად პირველად მას შემდეგ, რაც პუტინი 2000 წელს პრეზიდენტი გახდა. საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულმა თანამგზავრულმა არხმა „PIK“ ივარაუდა, რომ მსგავსი განცხადებების მიზანი შიდა პრობლემებისგან რუსული საზოგადოების ყურადღების გადატანა და მათი კრემლის გარშემო კონსოლიდაციისკენ იზულება იყო. აი ფრაგმენტი იმ ვიდეორეპორტაჟიდან, რომელიც ამ არხზე გავიდა და რომელიც ევროპასა და ევროალტლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ინტერვიუსაც მოიცავს:
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ასეთი აბსოლუტურად სულელური და უსაფუძვლო განცხადება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან. როგორც ჩანს, ეს მათ რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავების ფონზე დასჭირდათ“.
რეპორტაჟში მოყვანილია ასევე კარნეგის ცენტრის ექსპერტის ალექსეი მალაშენკოს მოსაზრება:
„აუცილებელია კონსოლიდაცია ხელისუფლების ირგვლივ, როგორიც არ უნდა იყოს ის. მაშ, რა საბაბი შეიძლება ამისთვის არსებობდეს? საგარეო საფრთხე. ეს საფრთხე საიდან წამოვა, საქართველოდან თუ ფინეთიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის დამატებითი საბაბი იმისთვის, რომ მანიფესტაციები არ მოეწყოს და ხალხი ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანდეს. როდესაც ადამიანები გრძნობენ თავიანთ სისუსტეს და უუნარობას, ხელს ყოველთვის სხვაგან იშვერენ, იქ სადაც არიან მტრები, რომლებიც ცხოვრებას არ გვაცლიან“.
თუკი კრემლის მიზანი სწორედ ეს იყო, მაშინ აღნიშნული მცდელობა უსუსურია. ჩემი დაკვირვებით, პატრუშევის განაცხადებაზე საქართველოში გაცლიებით მეტად გაამახვილეს ყურადღება, ვიდრე რუსეთში. უფრო მეტი ეფექტისთვის, მსგავსი განცხადება თავად პუტინს უნდა გაეკეთებინა, თანაც ცხადი დეტალებითა და მტკიცებულებებით, იმ შემთხვავშიც, თუკი მსგავსი მტკიცებულებების გაყალბება დასჭირდებოდათ. ერთი მხრივ, პუტინის დადანაშაულება ბევრი მიმართულებით შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მას აღნიშნულზე გაცილებით ეფექტური სქემის მოფიქრება შეუძლია. ყურადღების გადატანის მცდელობას ბევრად უფრო ჰგავდა პუტინის განცხადება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვაზე. მეორე მხრივ, თუკი აქვს კიდეც რაიმე საფუძველი ამ განცხადებებს ტერორიზმის შესახებ, ეს საფუძველი აშკარად გაუგებარია.
foreignpress.ge
830
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85