"სააკაშვილის პოლიტიკური მონოპოლია არჩევნების მეშვეობით მთავრობაზე მოსახლეობის მონოპოლიით შეიცვლება"


მშვიდი ტონით ლაპარაკობდა რევოლუციების ორ ათწლეულზე, რომელიც მისმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიარა. მას რეფორმების იმედი აქვს. ირაკლი ალასანია ოპოზიციური პარტიის, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია და შემდეგ ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. მას ზუსტი, მაგრამ გრძელვადიანი მიზანი აქვს: დემოკრატიული ინსტიტუციური ცვლილებები უნდა.

ალასანია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. იგი საქართველოს გაეროს ელჩის თანამდებობიდან გადადგა და 2009-ში ”ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები” ჩამოაყალიბა. მის პარტიას, არსებობის ორი წლის განამავლობაში მიმდევრების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოუგროვდა. პარტიისადმი ინტერესმა იმატა წინა კვირას, როდესაც მილიარდერმა ბორის ივანიშვილმა, რომელიც ადრე პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობას მხარს უჭერდა და ხელგაშლილი შემოწირულობებით ეხმარებოდა, გადაწყვიტა აღარ დახარჯოს მილიონები იმ მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც აღარ ემხრობა და პოლიტიკური სადავეები თავის ხელში აიღოს.

The Diplomatic Courier-მა ალასანიას ინტერვიუ ვაშონგტონში, პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ ჩამოართვა. შეხვედრაზე მისი კამპანიის წარმატებისთვის აუცილებელი დეტალები, საქართველოს ნატოში გაწევრიანება და იმპერიალისტური მეზობელი, რუსეთი განიხილებოდა.

რაღაც მხრივ, წელს გლობალური ამბოხის წელი იყო. საქართველოში მაისში გამართული საპროტესტო გამოსვლები არაბულ ქვეყნებში მომხდარი მოვლენებისგან რითი განსხვავდება? თქვენთანაც მოსალოდნელია ისეთი რევოლუცია, როგორიც გაზაფხულზე არაბულ ქვეყნებში მოხდა?

არაბულ სამყაროში მომხდარ მოვლენებს სხვა კონტექსტი და სხვა ისტორიული ბაზისი აქვს. საქართველოს კი თავისი ისტორია აქვს. (ბოლო რვა წლის განამავლობაში) მიმდინარე მოვლენები ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე ადრე იყო. საქართველომ ბევრს მიაღწია ანტიკორუფციულ საქმიანობაში. ასევე დაფუძნდა ინსტიტუტციები, რომლებიც სამოქალაქო სამსახურებს ჩამოყალიბებაში ეხმარება. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული 20 წლის განამავლობაში, საქართველომ არა ერთი, არამედ რამდენიმე რევოლუცია გამოიარა. ხალხი ახლა ერთ რამეს მიხვდა – უნდა ვისწავლოთ და გამოვხატოთ როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმას, რომ საქართველოში ცვლილებები მორიგი რევოლუციით კი არა, დემოკრატიული სისტემის მეშვეობით მოხდეს. ამის გამოცდილება არასოდეს ჰქონიათ ქვეყნებს, სადაც მხოლოდ რევულუციებია.

რა კომპონენტებია დასამატებელი იმისთვის, რომ უფრო თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს?

პირველ რიგში თავისუფალი მედიაა საჭირო. ტელეკომუნიკაციის საშუალებებმა ოპოზიციური პარტიებს და საზოგადოების წევრებს ეთერში გასვლის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე მსჯელობის შანსი უნდა მისცენ, როგორიცაა მაგალითად: სოფლის მეურნეობა, სამუშაო ადგილების აღდგენა, ჯანდაცვა, განათლების სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განადგურებულია. ამის გასაკეთებლად, ჩვენ მედიაზე არჩევნებისას გრძელვადიანი მონიტორინგი უნდა დავაწესოთ. ადგილობრივი არჩევნებისას ეს მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა და ამ ვადის გახანგრძლივება გვინდა. მეორეც, პოლიციის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. პოლიცია მმართველ პარტიას არ უნდა ემსახურებოდეს. კანონის ერთგული უნდა იყოს და არა პოლიტიკოსების. და ბოლოს, ოპოზიციას დაფინანსების მოპოვების საშუალება უნდა ჰქონდეს. ბიზნესის ის საუკეთესო ნაწილი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს და პარტიებს დააფინანსებდა, საგადასახადო პოლიციამ გაანადგურა.

ქვეყანაში არც სამართლებლივი სისტემაა საუკეთესო ფორმაში. მგონი ბოლო წლების განამავლობაში სისტემა დასუსტდა კიდეც. რა რეფორმების გატარებას აპირებთ?

სამწუხაროდ, ქვეყნის სასამართლო გენერალურ პროკურატურას ემორჩილება. 2009-2010 წლებში, გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 0.1 პროცენტი იყო. ეს ან იმას ნიშნავს რომ ჩვენი პროკურორები გასაოცრად ძლიერები არიან, ან სამართლის სისტემაში რაღაც ფუნდამენტური პრობლემებია. სასამართლო უნდა გავათავისუფლოთ, მისი დამოუკიდებლობა აუცილებელია. ეს ასევე დაეხმარება კონკურენციის და კუნკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში.

ამჟამად რა კეთდება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის და როგორია თქვენი პარტიის როლი ამ საქმეში?

ჩემი პარტიის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი საქართველოს ატლანტიკურ კავშირში გაწევრიანებაა. პარტიების უმეტესობა კონსესუსამდე მივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის „მომავალი თქვენთანაა“ საქართველოს ევროპასთან დასაკავშირებლად საჭიროა არა თავდაცვის საშუალებების გაზრდა, არამედ (ასევე) დემოკრატიული ინსტიტუციების დანერგვა. ეს იმის დემონსტრირებაში დაგვეხმარება, რომ საქართველო ძლიერ ინსტიტუციებს აშენებს, რომელიც ტრანსფორმაციის წარმატებულ მოდელად გამოდგება.

რუსეთზე რას გვეტყვით?

სამწუხაროდ, რუსეთში დემოკრატიული წინსვლის და ცვილელბებისადმი ასე ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, მაგრამ სამყარო ამ რეალობას არ აღიარებს. არც საქართველო არ უსწორებს ამ რეალობას თვალს. ჩვენ დაკარგული ტერიტორიების რუსეთის ჯარებისგან გასათავისუფლებლად ვიბრძოლებთ. მაგრამ ამის მისაღწევად საუკეთესო გზა ომი როდია. საქართველო ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა უნდა გახდეს და მისი ეკონომიკაც ჯანსაღი უნდა იყოს. საქართველოსთვის საუკეთესო თავდაცვა მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა. ეს ჩვენს მეგობრებს შეერთებულ შტატებში და ევროპაში იარაღად გამოადგებათ იმისთვის, რომ რუსეთს უფრო მეტად აიძულონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა.

ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია, როგორც ის, რომ ის ატომურ იარაღს ფლობს, საქართველოს რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკის გამოყენებისკენ უნდა უბიძგებდეს. პრაგმატული გათვლებით, ჩვენთვის რუსეთთან ვაჭრობის განახლება ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვუჭერთ მხარს რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მე მინდა, საქართველოს ბიზნესს რუსეთის ბაზარზე იგივე გაქანება ჰქონდეს, რაც რუსეთს აქვს საქართველოში. პრემიერ-მინისტრი ან მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ქართველ ბიზნესმენებს პირდაპირ ურჩევდნენ რუსეთში გასავალი არ ეძიოთო. ეს ძალიან გამიკვირდა. ამ არხების დაბრუნება გვჭირდება. ჩემი აზრით, რუსეთს დიდი ბაზარი აქვს ქართული სოფლის მეურნეობისთვის, ღვინისთვის და სხვა პროდუქტებისთვის და ეს საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

საარჩევნო კამპანიას რა მნიშვნელოვან საკითხებზე აგებთ?

განათლება და უმუშევრობა ყველაზე მძიმე პრობლემებია, რადგან საქართველოს სამუშაო ძალის 55 პროცენტი სოფლის მეურნეობაში იყო ჩართული, ეს სფერო კი განადგურებულია. ახლა თითქმის ორი, ყოველი სამი ქართველიდან უმუშევარია. ასევე მხარს ვუჭერთ საშუალო და მცირე ბიზნესის გავითარებას. საშუალო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოში შესაძლებლობები ძალზედ მცირეა, რადგან ქართულ ბიზნესში მონოპოლიზაცია უზომოდ დიდია და ძლიერი ანტიმონოპოლიური სისტემა უნდა აშენდეს. "A Global Affairs Magazine"

რით განსხვავდება თქვენი ქვეყანა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისგან?

დიდ პატივს ვცემ ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას და ჯერჯერობით რეგიონში, რუსეთის გარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო ძალზე თანამედროვე ქვეყანაა და მდიდარი ისტორია აქვს. მოდერნიზაცია ბოლო 15 წლის განამავლობაში ძალიან სწრაფად მოხდა და ჩემი აზრით, უამრავი შესაძლებლობა და დიდი პოტენციალი არსებობს იმისა, რომ სხვებზე უფრო სწრაფად ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენი სამუშაო ძალა ბევრად უფრო პროგრესულია; ჩვენს ახალგაზრდა თაობას დასავლეთის ქვეყნებში აქვს განათლება მიღებული და ახლა მათ ახალი, თანამედროვე საქართველოს აშენება სურთ. ჩემი აზრით, გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ განლაგებასაც მოაქვს იმის პოტენციალი, რომ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ვიყოთ; რადგან ყველა მნიშვნელოვანი მარშრუტი, მაგალითად ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, საქართველოზე გავლით ხორციელდება. თუ ცენტრალური აზიიდან და სხვა ენერგორესურსების მქონე ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მარშრუტის გაყვანა გვინდა, ბუნებრივია ეს გზა საქართველოზე უნდა გავიდეს.

ვაშინგტონში გატარებული ამ კვირის განამავლობაში ჯონ მაკკეინს და სხვა მნიშვნელოვან ფიგურებს შეხვდით. შეხვედრები იმ წერტილიდან გაგრძელდა, სადაც 2009-ში ჯო ბაიდენთან საუბრისას გაწყვიტეთ?

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, სენატორები და კონგრესმენები ნამდვილად საქართველოს მეგობრები არიან და არა ვითომ პოლიტიკოსების. ისინი ინსტიტუციების დანერგვას უჭერენ მხარს. სწორედ ამიტომ, აქტიურობდნენ ასე ბოლო ოცი წლის განამავლობაში და ჩემს ქვეყანაში პოლიტკურ თუ ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებდნენ. გული მიგრძნობს, რომ აქ გვყავს ნამდვილი და ძლიერი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ამ სახეცვლილების სწორად წარმართვაში დეხმარებიან. ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მომავალი არჩევნებისას ყველა პოლიტიკოსისთვის თანაბარი წესების დანერგვას.

გეგმაში შემდეგი რა არის?

შემდეგი ორმხრივი სტატეგიული თანამშრომლობის შეხვედრაა დემოკრატიის თაობაზე. ზამთრის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფო მდივანი, კლინტონი ესტუმრება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელშესახებ რეზულტატებს მოგვცემს.

საქართველო სულ ცოტა ხნის წინ საოცრად დიდ, პოლიტიკურ თაღლითობაში იყო გარეული. ხალხს როგორ დააჯერებთ, რომ რეალურად სამართლიანი სისტემის შექმნა შესაძლებელია?

ჩვენ დემოკრატული ცვლილებებისთვის ვიბრძვით. საქართველო სამი ათასი წელია არსებობს და ისტორიის განამავლობაში მრავალ მძიმე პერიოდს გავართვით თავი. ახლაც ასეთი დრო დაგვიდგა და უნდა გავერთიანდეთ, ეჭვები მოვიცილოთ და ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დემოკრატია ქმედითი გახდეს. საზღვარგარეთიდან დახმარების იმედი ვერ გვექნება. სხვა ჩვენს ნაცვლად საქმეს ვერ გააკეთებს. როდესაც საქართველოში ხალხს მივმართავ, ვამბობ ”არჩევნებზე უნდა წახვიდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თვითონ შეცვლით ყველაფერს.” მე ვგრძნობ, რომ მოსახლეობასაც უნდა მშვიდობიანი და დემოკრატიული სისტემით მიიღოს ცვლილება. ბოლო 20 წლის განამავლობაში სწორედ ამის ნაკლებობას განიცდიდნენ.

მილიარდერმა ბორის ივანიშვილმა, რომელიც ოდესღაც პრეზიდენტ სააკაშვილს უჭერდა მხარს, განაცხადა რომ პოლიტიკაში მოდის. ეს სისტემას რა ცვლილებებს უქადის?

ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ კაცია და საქართველოს მთავრობას… სააკაშვილის მთავრობას, ინსტიტუციების ჩამყალიბებაში შემოწირულობებით ეხმარებოდა. საქართველოს პოლიციის რეფორმისთვის და თავდაცვის რეფორმისთვის გაიღო თანხები, მაგრამ ახლა სააკაშვილისადმი კრტიკული გახდა და ამჯერად გადაწყვიტა თავად ჩაებას მოვლენებში მისათვის, რომ მომავალ წელს სამართლიანი არჩევნები გვქონდეს. ეს ძალა დაეხმარება საქართველოს გარემოებების შეცვლაში და სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მონოპოლია, არჩევნების მეშვეობით მოსახლეობის მთავრობაზე მონოპოლიით შეიცვლება. მთავრობა მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს, იმის ნაცვლად, რომ ცალკეულმა პირებმა მთავრობაში მთელი მოსახლეობა დაიმორჩილონ. სწორედ ამით განსხვავდება ჩვენი ფილოსოფია სააკაშვილის პოზიციისგან.
foreignpress.ge