მარგარიტა ანთიძე, "როიტერი"
კვირას, საქართველოს გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონში პრეზიდენტობისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა, რომლებმაც რეგიონის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული იმედები გამოხატეს. ეს პატარა ტერიტორია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
რეგიონის საგანგებო შემთხვევების მინისტრი ანატოლი ბაბილოვი და განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა ერთმანეთს კონკურენციას უწევენ იმისთვის, რომ დაიკავონ სამხრეთ ოსეთის პირველი ახალი პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ, რაც რუსეთმა პრო-დასავლურ საქართველოსთან ომის შემდეგ ეს რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
არჩევნების მეორე ტური იმის გამო დაინიშნა, რომ 13 ნოემბერს გამართულ პირველ ტურში ვერც ჯიოევამ და ვერც ბიბილოვმა, რომელიც მოსკოვის ფავორიტ კანდიდატად მიიჩნევა, ვერ გაიმარჯვეს და თითოეულმა ხმების 25%-ზე ნაკლები მიიღო.
ვენესუელა, ნიკარაგუა და წყნარი ოკენის კუნძულმა-სახელმწიფო ნაურუმ ასევე აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი – რეგიონები, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან თბილისთან სეპარატისტული ომების შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით საკუთარ თავს თავად მართავდნენ.
სხვა ქვეყნები მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ. თბილისი სამხრეთ ოსეთის არჩევნების ლეგიტიმურობას უარყოფს.
ნატოს კანდიდატი საქართველო და დასვლეთის ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული იმ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელმაც დაასრულა 2008 წლის ომი, თუმცა რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა.
გამარჯვებული შეცვლის ედუარდ კოკოთის, მძლეოსნობაში ყოფილ ჩემპიონს, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადაც ამოიწურა.
საეჭვოა, არჩევნების შედეგებმა შეცვალოს სამხრეთ ოსეთის (ჩაკეტილი რეგიონი, სადაც დაახლოებით 30 000 მოსახლეა) ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულება რუსეთზე.
კრემლის კანდიდატები
41 წლის ბიბილოვიც და 62 წლის ჯიოევაც კრემლის მიმართ სიმპატიით არიან განწყობილნი და ანტი-ქართული პოზიცია აქვთ.
მაგრამ თუკი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს რუსულ პროვინცია ჩრდილო ოსეთთან გაერთიანებით, რომელიც საზღვრთან მდებარეობს და დიდწილად ეთნიკური ოსებით არის დასახლებული, ჯიოევა ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს.
ბიბილოვის პოზიციის მიუხედავად, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერს მხარს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საეჭვოა რუსეთმა თვალსაწიერ მომავალში სამხრეთ ოსეთი შეიერთოს, რადგან პოტენციურად ამ ნაბიჯს დასავლეთთან ძალიან მწვავე დავა შეიძლება მოჰყვეს.
მოსკოვი ამჯობინებს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გავლენის ბერკეტებად გამოიყენოს სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფანია ევროპის კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობით და ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის.
გასულ კვირაში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ნატოს ექსპანსია აღმოსავლეთისკენ იმით შეაჩერა, რომ 2008 წელს საქართველოში არმია გაგზავნა, როდესაც სამხრეთ ოსეთზე თბილისის მხრიდან კონტროლის აღდგენის მცდელობა მოიგერია.
foreignpress.ge
807
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85