გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კახა იმნაძისა და ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან დოლიძის კანდიდატურებს დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან. კახა იმნაძისა და ლევან დოლიძის კანდიდატურებზე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კახა იმნაძისა და ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან დოლიძის კანდიდატურებს საპარლამენტო კომიტეტებმა გუშინ მხარი დაუჭირეს.
კახა იმნაძემ და ლევან დოლიძემ გაეროში და ნატოში ურთიერთობის სამომავლო საქმიანობის ასპექტებზე ისაუბრეს. მათ პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს.