31 მაისს, 14:00 წუთზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. ბარათელს ბრალად ედება უკანონო ნივთის ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენება, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროცესს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი უძღვება. ბარათელის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს. ბრალდებას პროკურორი თამაზ ჯალიაშვილი წარმოადგენს. სასამართლო სხდომებზე მონიტორინგს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
სასამართლო სხდომას უწყვეტად გადაიღებს ტელეკომპანია “იმედი“.