საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ შიდა ქართლში. ე.წ. საზღვართან მონიტორების, ასევე პოლიციელების რაოდენობა გაიზრდოს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"მთავრობის სხდომაზე ისიც კი განვიხილეთ, რომ ვითხოვთ მონიტორების გაზრდას, რომ მათი რაოდენობა გაიზაროს. არ გამოვრიცხავთ პოლიციელების რაოდენობის გაზრდასაც, თუ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილებას, მათთან შეთანხმებით. მოთმინებით დავალაგებთ ყველაფერს. რაც მთავარია, ვეხმარებით მათ, ვინც დაზარალდა, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით, ვისაც შეეზღუდა უფლებები, მაგრამ არ შეიძლება, ემოციურად და აგრესიულად. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გავაცანით ვითარება, ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, ყველანაირი განცხადება გავაკეთეთ. მონიტორების გაზრდას შევძლებთ, შეიძლება, პოლიციაც დავამატოთ და გავამაგროთ ადგილობრივი მოსახლეობა. სხვა, პოლიტიკურად ამაზე მეტი დღეს საჭირო არაა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, საიდან მოდის და რა დონეზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ივანიშვილმა.