ლიტვის ელჩის იონას პასლაუსკასის განცხადებით, საელჩო ლიტველი ბიზნესმენის საულუს ვაიტკიავიჩუსის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.
ამის შესახებ პასლაუსკასმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"ოფიციალურად მინდა, განვაცხადო, რომ ლიტვის საელჩო ამ დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან მივიღეთ. გავარკვიეთ, ამჟამად სად იმყოფება. ვმუშაობთ მის ადვოკატებთან და ვცდილობთ, დავადგინოთ, თუ რაში ედება ბრალი, რომელიც ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ. ლიტვის მთავრობა, საელჩო და ქართული საზოგადოება ყურადღებით ვადევნებთ თვალს არსებულ სიტუაციას. მედიის ინტერესი ამ საქმის მიმართ ძალიან დიდია", - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ლიტველი ბიზნესმენი საულუს ვაიტკიავიჩუსი თბილისის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც სამშობლოში გამგზავრებას აპირებდა. ის "პოპულის" სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი იყო. ბიზნესმენმა "პოპულის" აქციები 2012 წლის ბოლო გაყიდა.
როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, ბიზნესმენი ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს.