საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პროკურატურის მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "პროკურატურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საამაყო პროფესიაა. თქვენი დანიშნულებაა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. თქვნ კანონის სადარაჯოზე დგახართ. მჯერა, რომ ჩვენი პროკურატურა ყველა საჭირო სტანდარტით ხელმძღვანელობს. სამწუხაროდ, ბოლო 9 წლის განმავლობაში პროკურატურა იქცა სადამსჯელო მონსტრად და პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად. უდანაშაულოთა დევნის სიმბოლოდ, თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს მანკიერი ტრადიცია დასრულდა" , - მიმართაAბიძინა ივანიშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს.
მისივე განმარტებით, დღეს მათ ყველა შესაძლებლობა აქვთ და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პროკურატურასა და საზოგადოებას შორის ნდობა აღდგეს.
"მე, გასული წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ პროკურატურში მუშაობდა ბევრი პროფესიონალი. დღეს, თქვენს კეთილსინდისიერებაზეა დაამოკიდებული სამართლიანობის აღდგენა. დღეს თქვენ პროკურატურის მიმართ ნდობა უნდა აღადგინოთ"- დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერმა პროკურატურის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ისინი სტაჟის შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაციით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურორები უზრუნველყოფილ იქნან სახელმწიფო კომპენსაციით. თქვენმა ხელმძღვანელობამ მოგვაწონდა პროექტი და ამას ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ. ამ პროექტით სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს ყევლა, ვისაც ოცწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს, მაშინ როცა ეს ახლა 25-წლიანი სტაჟის დაგროვების შემთხვევაში ხდება. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად იბრძოლებს, რომ თქვენ მეტი მოტივაცია გაგიჩნდეთ. ყველანაირი შესაძლებლობა გექნებათ ღირსება აღიდგინოთ და თქვენთვის მთავარი გახდეს კანონი", - მიმართა ივანიშვილმა პროკურატურის მუშაკებს.
მისივე განმარტებით, ის პირადად იქნება გარანტი იმისა, რომ პროკურატურის ვერც ერთ თანამშომელს ვერავინ აიძულოს კანონიდან გადახვევა.
"ძალიან რთულია პროკურორი იყოს საყვარელი, რადგან მასში მაინც იგულისხმება, რომ დამსჯელია, მაგარამ, თქვენ გაქვთ ყველანარი შანსი, რომ ღირსება აღიდგინოთ, პატივისცემა უნდა გქონდეთ მოსახლეობის. მაქსიმალურად უნდა აღიდგინოთ შელახული პრესტიჟი. მე იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა ერთ-ერთი პრესტიჟული და საყვარელი პროფესია იქნება", – დასძინა ივანიშვილმა.