ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩემს განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე მინისტრის კაბინეტშია. "თუმცა ჩემი ინფორმაციით, ნოდარ ხადური განცხადებას არ აკმაყოფილებს", – აღნიშნა ებრალიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება მის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსა.
"ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა. რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე," – აღნიშნულია განცხადებაში.