საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტებს მათთან მიახლოების და შესაბამისად კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება მისი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.
"ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა.
რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება
იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე", – აღნიშნულია განცხადებაში.