საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მისი "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული. "ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი , პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა.
რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება
იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე", – აღნიშნულია ებრალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.