პარლამენტში შესაძლოა პროფესორ-მასწავებლები და ის პირები მიიწვიონ, რომლებიც დაინტერესებულები არიან უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კანონპროექტით.
ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"თუ არის მაღალი ინტერესი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ყველანი და ვისაუბროთ აღნიშნულ თემებზე. ყველას ვეპატიჟები, ყველა თემაზე სასაუბროდ ილიას უნივერსიტეტსა თუ სხვა დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებზე", - აღნიშნა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ამასთან, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა უსუფაშვილს მიმართა, რომ "შრომის კოდექსზეც" ისაუბრონ, რაზეც უსუფაშვილისგან პასუხად მიიღო, რომ ყველა თემატიკა ისაუბრებენ, რაზეც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ამ კვირაში პარლამენტის სხდომაზე "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი დადგება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების მიმართვებში კი როგორც ცნობილია, ხაზგასმულია მათი პოზიცია, რომ "სამოქალაქო კოდექსის" ამ ცვლილების ძალაში შესვლა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიას და განვითარებას.