კობა დავითაშვილი ადვოკატებს მოუწოდებს, რომ ეშმაკის საჩუქრის მიღებაზე დაფიქრდნენ. უმრავლესობის წევრი პრეზიდენტის მიერ ადვოკატების მხარდაჭერას საეჭვოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ თუ აღნიშნულ საკითხზე ვეტო არდაიძლევა, მაშინ ეს ადვოკატებისთვის გაცილებით ცუდი იქნება, რადგან კანონს დაუბრუნდება პირვანდელი სახე.
"ზაზა ხატიაშვილი ასოციაციის თავმჯდომარედ სააკაშვილის ნების წინააღმდეგ დაინიშნა. გასაკვიარია, რომ ხატიაშვილი ითხოვს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. ეს ნორმა, რომელიც ცვლილებების საფუძველზე შევიდა, აუმჯობესებს ადვოკატთა მდგომარეობას. მე პირადად დავაყენე კომიტეტზე, რომ ეს ნომრა ამოქმედებულიყო ადრე, ხოლოს ერთი კონკრეტული ნორმა გვიან შესულიყო ძალაში. 111-ე მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები გვიან შევა ძალაში. არ არის კარგი, როდესაც სააკაშვილი მონაწილე გახდა პროცესის და გახდა ადვოკატების დამცველი. დაფიქრდით, კოლეგებო, ეშმაკის საჩუქარი არ გვინდა", - განაცხადა დავითშვილმა.
შეგახსენებ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომრე ზაზა ხატიაშილი ითხოვს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" 111-ე მუხლის შეცვლას, რომლის მიხედვითაც, ადვოკატთა უფლებები იზღუდება. ადვოკატები დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ კნაონპროექტზე ვეტო არ დაძლიონ.