თბილისის მერიასთან ვითარება დაიძაბა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოციალურად დაუცველებმა მერიის ცენტრალური შესასვლელის გადაკეტვა სცადეს და ეს რამდენიმე წუთის განმავლობაში მოახერხეს კიდეც, რის გამოც, მოქალაქეები შენობაში შესლას ვერ არხერხებდნენ.
ადგილზე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პატრულის თანამშომლები მივიდნენ, სოციალურად დაუცველები ცენტრალური შესასვლიდან გაიყვანეს და გზა გახსნეს.
ამ ფაქტმა სოციალურად დაუცველთა და სამართალდამცველებს შორის დაძაბულობა გამოიწვია, რადგან აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გასვლაზე უარს აცხადებდნენ. მათ პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.
მომხდარის შედეგად ერთი სოციალურად დაუცველი ქალი შეუძლოდ გახდა. ამჟამად მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.