უმცირეობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პარლამენტის განათლების კომიტეტზე მიწვევას და კითხვა-პასუხის რეჟიმს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის ფაქტად აფასებს.
"მსგავსი ფორმატით შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე არის ზეწოლა, იმიტომ რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლის პარლამენტში განათლების კომიტეტზე მოსვლას. ის ვალდებულია მხოლოდ წერილობით წარადგინოს ანგარიში", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
განათლების კომიტეტზე მიწვეული იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, რომელმაც დეპუტატებს "საზოგადოებრივი მაუწყებლობის" 2012 წლის ანგარიში წარუდგინა.
ლევან გახელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კეთილი ნება გამოიჩინა და კომიტეტში მივიდა, თუმცა კანონმდებლობა კომიტეტში მისვლას არ ავალდებულებდა.