საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე პატრულირება გააძლიერეს. როგორც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი იუწყება, რუსი სამხედროები მეოთხე დღეა განაგრძობენ კაპიტალური სასაზღვრო ნაგებობების მონტაჟს.
დღეს, დილიდან რუსი მესაზღვრეები 6-8 კაციან ჯგუფებად ძაღლებთან ერთად გადაადგილდებიან.
რაც შეხება დიცის განაპირას დაკავებული როსტომ სოსიაშვილის ადგილ-სამყოფელს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იგი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. თუმცა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ცხინვალიდან ჯერჯერობით არავინ შეხმიანებია.
დიცში ვარაუდობენ, რომ სოსიაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდებენ ბრალს და ჯარიმის სახლით 2000 რუსულ რუბლს მოითხოვენ.