პრეზიდენტის ვეტოებს ერთკვირიანი სიცოცხლე აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა , რომელიც პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა კანონპროექტებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.
"ამ ვეტოებს, ამ პოლიტიკურ ინსინუაციებს ზუსტად ერთკვირიანი სიცოცხლე აქვს, რომელიც პრეზიდენტს აწყობს, რადგან ცოცხალი ჩანს ერთი კვირის განმავლობაში მაინც", – განაცხადა მარგვლაშვილმა.
მან აქცენტი გააკეთა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების თაობაზე ვეტოს დადებაზე, რომელიც უნივერსიტეტებისთვის სტატუსის განსაზღვრას გულისხმობს.
მინისტრის აინტერესებს დანარჩენ უმაღლეს სასწავლებლებს რატომ არავინ არ ჰკითხა არაფერი რომლებიც საკითხს მენეჯერული და არაპოლიტიკური კუთხით უყურებენ.
"ცვლილებით ყველა საკითხი ბევრად უფრო იოლად გვარდება, რადგან რეგენტთა საბჭო აღარ იმუშავებს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო ბუნებრივ და ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.