უმრავლესობის დახურული სხდომა პარლამენტში უკვე დაიწყო. როგორც სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
"დღეს დახურულ შეხვედრაზე განვიხილავთ ამ კვირაში მიმდინარე საკითხებს, ჩვენს მიერ ასევე განხილული იქნება პრეზიდენტის ვეტოდადებული საკითხები, ასევე "შრომის კოდექსი", პროკურატურის საკითხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში", – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.