საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან სადაზღვევო კომპანია "ალფას" გასვლის წესისა და პირობების შესახებ მსჯელობს.
როგორც მთავრობის სახდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, კომპანია "ალფამ" პროგრამიდან გასვლის სურვილი თავად გამოთქვა და შესაბამისად შედგა შეთანხმება.
"ყველა დეტალი გაანალიზდა და პროცესი დაიწყო", - აღნიშნა სერგეენკომ.
ამასთან, მინისტრს არ დაუკონკრეტებია გამოთქვეს თუ არა სურვილი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სხვა კომპანიებმაც. როგორც სერგეენკო აცხადებს, თუ ყველა კომპანია გამოვა ამ პროგრამიდან, მაშინ ამ პროექტს სახელმწიფო ჩვეულებრივ გააგრძელებს.