თბილისის მერიის მოპირდაპირე მხარეს სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დაახლოებით 30-მდე თანამშრომელი იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლების მობილიზება მერიასთან სავარაუდოდ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
სხვა კომენტარს სამართალდამცველები არ აკეთებენ.