საქართველოდან ნარკოტიკული საშუალების შეტანის გამო თურქეთში 9 პირი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ნარკოლოგიური სამმართველოს ჯგუფმა თურქეთში ნარკოტიკული საშუალებების შემომტან ქსელს თვალთვალი 6 თვის წინ დაუწყო.
განხორციელებული ღონისძიებების დროს გაირკვა, რომ ქსელის ლიდერებს ა.უ.-ს და თ.ო.-ს განზრახული ჰქონდათ საქართველოდან თურქეთში სინთეტიკურ მარიხუანად წოდებული "ბონზაი" შეეტანათ და მისი რელიზაცია მოეხდინათ.
მას შემდეგ რაც ქსელის ორმა ლიდერმა საქართველოდან სტამბოლში ნარკოტიკული საშუალება შეიტანა, ნარკოლოგიურმა სამსახურმა ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა.
ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად ნარკოტიკის რეალიზატორებთან და ქსელის ლიდერებთან ერთად 9 კაცი იქნა აყვანილი.
ჩატარებული ოპერაციის დროს პაკეტებში დაფასოებული 11,5 კილო "ბონზაი", ამ ნარკოტიკული საშუალების დამზადებაში გამოსაყენებელი 530 გრამი ქიმიური ხსნარი და 108 გრამ ქიმიურ ფხვნილთან ერთად 1 პისტოლეტიც იქნა ამოღებული.
როგორც გაირკვა, 530 გრამი ქიმიური ხსნარის აორთქლებად ნივთიერებებთან ერთად სპეციალურ მცენარეში შერევით დაახლოებით 100 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების "ბონზაის" წარმოებაა შესაძლებელი. 100 კგ "ბონზაი" კი 33 ათასი პაკეტის სახით უნდა გასულიყო ბაზარზე.
შესაბამისი პრეცედურების ჩატარების შემდეგ 2 ეჭვმიტანილი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა, 7 კი დააპატიმრეს.