საქართველოს ადვოკატთა კორპუსი ქუთაისში დღეს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, 11:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა კორპუსი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლს გააპროტესტებს. ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი არღვევს დაცვისა და ბრალდების მხარის თანასწორობის პრინციპს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადვოკატს მტკიცებულებების ამოღებისა და ჩხრეკის უფლება არ აქვს. გარდა ამისა, პროკურორი საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლებით სარგებლობს, ადვოკატი კი – არა", - აცხადებენ ადვოკატები.