ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფება და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ოფისში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატების თაობაზე მიმდინარეობს. პარტიის საქალაქო ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები და გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები.