ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ერთმა ნაწილმა პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვა. როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განუცხადა, იმის გამო, რომ პარტიის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დაკავებულია, მათ "ფუჭად დასაკარგი დრო" აღარ აქვთ.
მისი თქმით, მათ დღეს საპარლამენტო ტრიბუნა განცხადებებისთვის უკვე გამოიყენეს, ხოლო მუშა პროცესისთვის საჭირო დროს პარტიის სამომავლო გეგმების დასახვისთვის გამოიყენებენ.
"მაშინ, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით საპყრობილეში იმყოფება, ჩვენს პარტიას აქვს მრავალი საკითხი და თემატიკა გადასაწყვეტი. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი",-განაცხადა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობამ გუშინ, ანალოგიური მიზეზით, პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.