პარლამენტში "ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" შესულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სემეკის თავმჯდომარის დანიშვნა-გათავისუფლება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს. ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის თქმით, კომისიის თავმჯდომარეს არც პრეზიდენტი და არც პრემიერი უნდა ნიშნავდეს.
„ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სემეკის თავმჯდომარეს არც პრეზიდენტი და არც პრემიერი არ უნდა ნიშნავდეს. იდეაში სემეკის თავმჯდომარე პოლიტიკურად არაკონტროლირებადი უნდა იყოს. თუმცა ვწუხვარ, რომ დღევანდელ ვითარებაში ნაკლებად შეიძლება იყოს რაიმე პოლიტიკურად არაკონტროლირებადი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სემეკის თავმჯდომარეს ექვსი წლის ვადით პრემიერი აირჩევს.