შსს–ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრები, 1953 წელს დაბადებული სერიოჟა თ.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალისმართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ,,აკ–74“–ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 393 საბრძოლო ვაზნა ამოღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).