თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ზვიად რ. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და შუშის ბოთლი ამოიღეს, რომელშიც „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია „ჰეროინი“-ს შემცველი 2,6113 გრ ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაკავებულს ,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).