საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელის ბრიუსელიდან განცხადებას ავრცელებს.
"დღეს ევროპის პარლამენტში კიდევ ერთელ დადასტურდა რომ საქართველოს ყავს მეგობრები, რომლებიც კარგად იცნობენ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ყველა პრობლემის დაძლევაში. დღეს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, როდესაც ევროპის სახალხო პარტია ნაცმოძრაობასთან ერთად ცდილობდა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად წარმოეჩინა და საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის ტოლობის ნიშანი დაესვა, ევროპის პარლამენტის სამი ფრაქციის (ლიბერალებმა, მწვანეებმა და სოციალ დემოკრატებმა) წარმომადგენლებმა ღიად და სრულიად ცალსახად განაცხადებს რომ ისინი მხარს უჭერენ კანონის წინაშე თანასწორობას და იმას რომ არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა", - აცხადებს ხიდაშელი.
ევროპის პარლამენტში მთავარი საკითხი რომელზეც ხანგრძილივი დებატები გაიმართა სწორედ საქართველო და ვანო მერაბიშვილის საკითხი იყო. მიუხედავად სახალხო პარტიის სრული მობილიზაციისა, ჯერ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, შემდეგ ბიუროზე და ბოლოს პლენარულ სხდომაზე მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები ჩავარდა და შესაბამისად იდეამ მერაბიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად გამოცხადების შესახებ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
სხდომაზე გამოსვლის დროს თინათინ ხიდაშელმა დეპუტატებს განუმარტა მერაბიშვილის დაკავების დეტალები, ისაუბრა იმაზე თუ რა ბრალი აქვს წაყენებული ყოფილ შსს მინისტრს
"ჩვენი კოლეგები სახალხო პარტიიდან დღეს აქ საუბრობენ იმაზე რომ დაკავებულია მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი. ბატონმა ლისეკმა ბრძანა რომ მიზეზების მიუხედავად მთავარი ოპოზიციორის დაკავება უკვე შემაშფოთებელია. მინდა განგიმარტოთ რომ დაკავებულია საქართველოს ყოფილი შსს მინისტრი და რომელიმე პარტიის გენ მდივანი, რომელსაც უკავშირდება საქართველოს პრაქტიკულად პოლიციურ სახელმწიფოდ ქცევა. დაკავებულია ის სტრუქტური ხელმძღვანელი რომელზეც ევროპის სასამართლომ გირგვლიანის განაჩენში ვერდიქტი გამოიტანა. თქვენ ამბობთ რომ დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის გარეშე. მე გეთანხმებით, თუმცა თავის მხრივ კანონის უზენაესობა არ არსებობს თუ ვინმე კანონზე მაღლა დგას, თუკი ქვეყანაში დაუსჯელობა მეფობს და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას კონკრეტულ მომენტში კონკრეტული პოლიტიკური სტატუსი აქვს, ყველაფერი ეპატიება. საქართველო დღეს დგება დემოკრატიული, კანონის უზენაესობის პრიციპებზე მდგარი სახელმწიფოებრიობის გზაზე და ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს" - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა სხდომაზე.