საპარლამენტო უმცირესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, "პრემიერ-მინისტრი ორი დღეა, მიმალულია და საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე განცხადებას არ აკეთებს".
"თქვენ ხედავთ, საკმაოდ პასიური მდგომარეობაა ხელისუფლების მხრიდან - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის, ელჩები საქმის კურსში არ არიან, პრემიერ-მინისტრი ორი დღეა, მიმალულია და განცხადებას საერთოდ არ აკეთებს. ამდაგვარი რამ უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია მიმდინარეობს", - განაცხადა მალაშხიამ.