საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამ წუთებში იუსტიციის სახლში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟან კლოდ მინიონს ხვდება.
უსუფაშვილსა და მინიონს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებთან განცხადებებს ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
ჟან კლოდ მინიონმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გუშინ დაიწყო. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს.
დღეს დაგეგმილია მინიონის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძესთან და განათლების მინისტრ, გიორგი მარგველაშვილთან.
ჟან კლოდ მინიონი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.