საქართველოს ინტერესებშია, ჟენევის ფორმატში განსახილველი საკითხები რუსეთთან ორმხრივ დიალოგში რა გადავიდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლემა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
აბაშიძემ კომენტარი გააკეთა სოფელ დიცში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევაზე ქართული მხარის რეაქციის კომენტირებისას განუცხადა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, მომავალი კვირისთვის, რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ არასახარბიელო ფონია შექმნილი; რაც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ამ დღეებში ხდება, სრულიად მიუღებელია და, ბუნებრივია, დიალოგის მონაწილეები, თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით, ამ თემას გვერდს ვერანაირად ვერ აუვლიან.
"პრობლემის საგნობრივი განხილვა ორმაგ ფორმატში ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს, რადგან ეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატითაა გათვალისწინებული", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ,
რომელიც იმედოვნებს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი ვითარება 26-27 ივლისისთვის ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება.
მისივე განმარტებით, საქართველოს ინტერესებშია, ჟენევის ფორმატის საკითხების განხილვა რუსეთთან ორმხრივ დიალოგში არ იქნას გადმოტანილი, ვინაიდან ჟენევის მრავალმხრივი ფორმატში, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების გარდა, მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლელი პარტნიორები.
"ჟენევის ფორმატის საქმიანობა მეტად სპეციფიკური და მნიშვნელოვანია. არანაირად არ უნდა დავუშავთ, რომ ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა ჟენევის ფორმატი დააკნინოს ანაც მისი დუბლირება მოახდინოს",- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.