სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსაში 40 წლის მამაკაცი მოკლეს. ნიკოლოზ მენთეშაშვილს წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევმა თანასოფლელმა, ცივი იარაღის გამოგეყენებით ბეჭის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარადა, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას შინაგან საქმეთა კახეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.
მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი რამდენიმე თვის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.