ბრიუსელში ევრონესტის სხდომაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია ჩავარდა.
ბრიუსელი აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფო პარლამენტის წევრებს მასპინძლობს.
ევრონესტის სხდომის შემდეგ პარლამენტარები დოკუმენტს დაამტკიცებენ, ანგარიშში იმ მოქმედებებზე იქნება საუბარი, რომლებსაც 6 სახელმწიფო ევროგაერთიენებას უნდა დაუახლოვოს.
ევრონესტის სხდომაზე ბრიუსელში პირველად იმყოფებიან ახალი უმრავლესობის წევრები.
ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კომპრომისულ ვარიანტში მეხუთე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს. ეს არის EPP-ის მიერ მომზადებული ცვლილება. აქვე აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაკავება, ტიმოშენკოს დაკავების მსგავსად უნდა გახდეს ევროკავშირში განგაშის საფუძველი.
სხდომაზე ,,ევროპის სახალხო პარტიამ" დააყენა ინიციატივა, რომ ევრონესტს მიეღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე და უკრაინაზე, კერძოდ მერაბიშვილის და ტიმოშენკოს საქმეზე, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს ხმათა უმრავლესობა.