სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს, მირზა სუბელიანს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. სუბელიანის გათავისუფლების მიზეზად პატიმარ კორტავას გარდაცვალების ფაქტი სახელდება.
როგორც ცნობილია, გარდაცვალების შესახებ სამინისტროს მხრიდან ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა.
23 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. პირველი ვერსიით, პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე, შემთხვევაში კი სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.