რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ შიდა ქართლში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მინიონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, თუ რატომ განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა, რომ ეს საკითხი შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა.
"მე დეტალურად და ვრცლად მოვუყევი მას ამ საკითხის თაობაზე, არ ვიცი, მანამდე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, მაგრამ ჩემგან ეს ინფორმაცია ნამდვილად მიიღო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, გამოდის, ან მინიონი იტყუება, ან თვითონ.
"მეოთხეჯერ ვიმეორებ, რომ მქონდა ამ თემაზე საუბარი. მეხუთედაც თუ მკითხავთ იგივეს გეტყვით, არ ვიცი რატომ გააკეთა მინიონმა ასეთი განცხადება. მის თავში ნამდვილად არ ვზივარ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.