ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, "ე.წ. საზღვართან დაკავშირებით საქმე არა ციფრებში, არამედ პრინციპებშია".
ამის შესახებ დიმიტროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"მონიტორინგის მისიამ საპატრულო ჯგუფები გაგზავნა შემთხვევის ადგილზე და ოდნავ მოგვიანებით ზუსტად გვეცოდინება რა ხდება იქ. როგორც ჩანს, ნამდვილად შეინიშნება ცვლილება, მაგრამ ზუსტი ციფრები ჩვენთვის უცნობია, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საქმე ციფრებთან კი არა, საქმე გვაქვს პრინციპებთან", - განაცხადა დიმიტროვმა.