პარლამენტსა და Georgian Airways შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, დეპუტატები თბილისიდან ქუთაისში გადაფრინდებიან, - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ გააკეთა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ კომპანიასთან. 3 ივლისიდან კომპანია იწყებს რეგულარულ ფრენებს თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 4-ჯერ გააკეთებენ რეისს. ბილეთის ფასი არის 89 ლარი. ჩვენ თუ გავაფორმებთ ერთიან კონტრაქტს, მაშინ ჩვენთვის იქნება ნახევარ ფასად და გადაადგილება 44.5 ლარი დაგვიჯდება. თვითმფრინავი დილით ადრე გამოფრინდება, 20 წუთში ქუთაისში იქნება, საღამოს 9-ის ნახევარზე გაფრინდება და ასევე 20 წუთში იქნება თბილისში. დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი შემოთავაზებასთნ დაკავშირებით", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, დეპუტატებს ხშირად უწევთ თბილისსა და ქუთაისში გადაადგილება და აღნიშნული წინადადება მათთვის ხელსაყრელი იქნება.