"ნაციონალური მოძრაობის" გენერალუ მდივანს ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა.
ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ლაშა ტყეშელაშვილმა განაცხადა.
"საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ეპიზოდში მონაწილობა დასრულდა და შესაბამისად, ის ცნობილია ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი "ბ" და "გ" ქვეპუნქტით. ინკრიმინებული ქმედება თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.