თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ექვსივე ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება , სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თამაზ თამაზაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაში ბრალდებული ექვსი პოლიციელისთვის პატიმრობის შეფარდებას თაობაზე.

ამასთან, უშუალოდ დაკავებულთა ადვოკატებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანის აზრით, პოლიციელების დაპატიმრებისთვის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს, შესაბამისად მათ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა შეფარდებოდათ.

ადვოკატების ნაწილი კი ალტერნატიულ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს ან თავდებობას ითხოვდა. ამათან, დაკავებულ პოლიცილებს 20 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზაზა ჭაიამ განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ადვოკატის შუამდგომლობას მისთვის აღმკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სახის შეფარდებასთან დაკავშირებით, კერძოდ როგორც ჭაიამ განაცხადა, თუკი რომელიმე პოლიციელი აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში წინასწარ პატიმრობაში იქნება მიცემული, მასაც სურს, რომ დააპატიმრონ.

"საქმეში მონაწილე და მასთან დაკავშირებულ პოლიციელებს დიდი ხანია, ემუქრებიან და ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. გასული წლის ოქტომბერში შემხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და მითხრა, რომ თამაზ თამაზაშვილის თემაზე უნდა გესაუბროო. მან მითხრა, რომ ეს კაცი გაგამწარებსო. სასამართლოს ეზოში ახლა დავინახე სპეცრაზმის ექვსი მანქანა. არ ვეთანხმები ადვოკატს და მოვითხოვ, რომ თუკი რომელიმე პოლიციელს შეეფარდება პატიმრობა, მეც ვითხოვ წინასწარ პატიმრობას. ასევე ვაგრძელებ უვადო მშრალ შიმშილობას იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პოლიციელი, რომელიც თამაზაშვილის გამოა დაკავებული, ბრალდებული არ არის", - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

დღესვე კიდევ ერთმა ბრალდებულმა გრიგოლ კვინიკაძემაც გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, თამაზაშვილის დაკავების ფაქტზე და გამოძიების დაწყებამდე ხორციელდებოდა ზეწოლა, ასევე 24 მაისამდე როდესაც 6 პოლიციელს დააკავებდნენ, იყო შეთავაზება, რომ ერთ-ერთს ბრალი ეღიარებინა, დანარჩენებს გაუშვებდნენ და იმ ერთ ბრალდებულსაც საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ, თუმცა როგორც კვინიკაძემ განაცხადა, არც ერთი პოლიციელი ამაზე თანახმა არ იყო და ზუსტად იმ საღამოს მოხდა მათი დაკავება, რაც სასაცილოა.

6 პოლიციელს ბრალი ედება კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაში.

ანიშნულ საქემზე წინა სასამართლო სხდომა 15 ივლისისთვის ჩაინიშნა.