მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას შპს "ბკ კაპიტალი" განახორციელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან "ივერიისა" აცნობეს , აღნიშნული ფონდის მიერ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია - შპს "ბკ კაპიტალი", რომელიც მშენებლობას განახორციელებს.
ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.