კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საპერეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დასახელებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მას არ შეუძლია „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყოს ან დაადასტუროს.
„არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდნეტო არჩევნებზე დადგეს ჩემი კანდიდატურა. მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნამ შეცვალა პრაიმერის იდეა, თუმცა აქტიური კონსულტაციები პარტიაში კვლავ მიმდინარეობს და მათ შორის შესაძლებელია ჩემი გვარიც იქნა ნახსენები. მე ქუთაისიდან ჩამოსვლის შემდეგ პირდაპირ კახეთში გავემგზავრე და აქტიურ კონსკულცატიებს ჩემდა დამოუიკიდებელი მიზეზიბის გამო ვეღარ ვესწრები“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კითხვაზე: მზად არის თუ არა თავად, საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს, კახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა სერიოზული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს და მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შეთხვევაში ის მზად იქნება ბრძოლისთვის.
როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხანგრძლივი კამათის შედეგად 2013 წლის საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმდნენ.
არჩევნებზე პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილს წარმოადგენს.