არმია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, არც ერთ პოლიტიკოსს, - ამის შესახებ ავღანეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმ ა ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არმია არ ეკუთვნის არც ერთ ცალკე აღებულ თუნდაც თავად არმიის ხემძღვანელს, არამედ ის ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. "ამიტომ, სამწუხაროა, რომ წელს პოლიტიკოსებმა და მთავრობამ ასე გადაწყვიტეს, დღეს თბილისში არ გაიმართოს სამხედრო აღლუმი. მაგრამ ეს ერთი წუთით არ აკნინებს თქვენს მნიშვნელობას", - მიმართა ქართველ სამხედროებს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ქედს იხრის ყველა მებრძოლის წინაშე. "ჩვენი ჯარისკაცები ხანდახან იღუპებიან, მაგრამ, მათი სიცოცხლე, მათი სიკვიდილი არის საქართველოს ეროვნული, მარადიული სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ისინი თავისი სიკვდილით ერწყმიან ამ მარადიულ სიცოცხლეს.
თქვენი მისია არის ძალიან რთული, მაგრამ ათასმაგად უფრო რთულია თქვენი დედების, ცოლ-შვილების, და-ძმების მისია, იმიტომ, რომ მათ ბევრად უფრო მეტი ნერვიულობა უხდებათ, ვიდრე თქვენ, ბევრად მეტი უძილო ღამე, მოლოდინი, წინათგრძნობები აქვთ. ეს ყველაფერი რთულია და მე მინდა დღევანდელი დღე მათაც მივულოცო. ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საზოგადოების. ჩვენი საზოგადოება ქმნის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ შემდეგ უკვე თქვენ აყალიბებთ ჩვენს საზოგადოებას",-დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.