ზაზა ლომინაძე ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე: გონივრული ვადა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რათა მომავალი წლიდან შეძლოს შემოიტანოს ეს მედიკამენტები ისე, რომ არ შეიქმნას დეფიციტი

ზაზა ლომინაძე ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე: გონივრული ვადა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რათა მომავალი წლიდან შეძლოს შემოიტანოს ეს მედიკამენტები ისე, რომ არ შეიქმნას დეფიციტი

ამ მედიკამენტების შემოტანაც სრულად მოექცევა სახელმწიფო კონტროლ ქვეშ და სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს მათ იმპორტს საქართველოში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე.

მისივე თქმით, გონივრული ვადა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ხელშეკრულებების გაფორმება მწარმოებელ კომპანიებთან, რათა მომავალი წლიდან შეძლოს და უკვე სახელმწიფომ შემოიტანოს ეს მედიკამენტები ისე, რომ არ შეიქმნას დეფიციტი.

„დაახლოებით 120-ზე ოდნავ მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება შემოდის დღეს საქართველოში, რომლის საჭიროება აუცილებელი და სავალდებულოა ჩვენი პაციენტებისთვის. მოგეხსენებათ, რომ გამცემი პუნქტები, ე.წ. მწვანე რეცეპტების გამცემი აფთიაქები რამდენიმეა საქართველოში სულ. ისინი რჩებიან, როგორც იყვნენ გამცემებად ამ მედიკამენტების. მთავარია, რომ ამ მედიკამენტების შემოტანაც სრულად მოექცევა სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ და სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს მათ იმპორტს საქართველოში.

ამისათვის პირველ კანონს ემატება კიდევ ორი კანონი, საჯარო და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელსაც ასევე განიხილავს პარლამენტი სამშაბათის და ოთხშაბათის სესიებზე. მანამდე ბიუროზე იქნება დამტკიცებული და აქაც გონივრული ვადა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ხელშეკრულებების გაფორმება მწარმოებელ კომპანიებთან, რათა მომავალი წლიდან შეძლონ და უკვე სახელმწიფომ შემოიტანოს ეს მედიკამენტები ისე, რომ არ შეიქმნას დეფიციტი“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

amo სააფთიაქო ბიზნესიდან რას შოულობს ბიუჯეტი ამდენს, რომ სახელმწიფო არ აწესებს წამლების ფასების ზედა ზღვარს, შეიცოდეთ მოსახლეობა.
4 საათის უკან