დათო ტურაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღეში" 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა კომენტარი: "ძალადობა უნდა დავგმოთ არა იმიტომ, რომ კონიუნქტურა მოითხოვს ამას, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის გზა, რომელიც ქართულმა ეკლესიამ გამოიარა. ქრისტეს გზა არის არა სიძულვილის, არამედ სიყვარულის გზა; არა სიბნელის, არამედ სინათლის გზა. 100 ათასი ქართველი ზუსტად იმიტომ ეწამა, რომ ჯალალ ედ დინისთვის ეჩვენებინა, ქრისტეს გზა სიყვარულია და არა ძალადობა. მინდა ჩვენი მომავალი თაობისთვის ეკლესია იყოს ასოცირებული განათლებასთან და არა სიბნელესთან, ჩამორჩენილობასთან. ქრისტეს გზა არის ცოდვასთან და არა ცოდვილებთან ბრძოლა" - აღნიშნა მწერალმა საუბრისას.