პრემერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"მწუხარება მინდა, გამოვთქვა იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა ამერიკელ ხალხს ოკლაჰომაში მომხდარი ტორნადოს გამო. სტიქიამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
"თანავუგრძნობ და ვიზიარებ ამერიკელ ხალხის დიდი მწუხარებას და მათ განსაცდელის ჟამს გამძლეობას ვუსურვებ", - აცხადებს ივანიშვილი.