ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით,   - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამაში თავის წვლილს შეიტანს  მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
 
"ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის. დანარჩენი, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.