საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა".
ამის შესახებ ბაქრაძემ გუშინ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
"ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება გადავიდა ახალ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ეს იყო სასიხარულო, სასეირო, გულისმოსაფხანი მოვლენა, ძალიან მოკლე ხანში დარწმუნდება, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოსა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. მე ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, კომენტარი გავაკეთო მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ვფიქრობ, რომ სხვა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო და მთელი ის აურზაური და ზეწოლა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლოსთან, გარკვეული გავლენის და დატვირთვის მატარებელი იყო", - განაცხადა ბაქრაძემ.