1ვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე საქართველოში უახლოეს დღებში დაბრუნდება და არსად გაცევას არ აპირებს. ამის შესხებ "ჯი-ეიჩ-ენს" დავით კირკიტაძემ განუცხადა.
"ქვეყნიდან ჩემი ყოველი გასვლის შემდეგ ვრცელდება სისულელეები, რომ მე სადღაც გავიქეცი და როგორც კი ვბრუნდები ეს თემა კვდება. არსად არ ვაპირებ გაქცევას და არც მაქვს ამის მიზეზი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კიკიტაძემ.
მისვე თქმით, იგი ამჟამად სასწავლო კურის მეორე, ორკვირიან ეტაპს გადის.
"პირველი სამკვირიანი ეტაპი თებერვალში გავიარე. ამჟამად მეორე - ორკვირიანი ეტაპია. ოფიციალურად ვიმყოფები შვებულებაში და როგორც კი დასრულდება კურსები დავბრუნდები ქვეყანაში", - განაცხადა კირკიტაძემ.
გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო ქვემო ქართლის გუბერნატორს კერძო პირზე მიწის გასხვისების შესახებ პროკურატურაში უჩივის, კირკიტაძე აცხადებს, რომ იგი მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
"ჩამოვალ და პროექტზეც და სხვა ნებისმიერ საკითხზე გავცემ ყველა კითხვას პასუხს. უბრალოდ, არ მესმის ვის სჭირდება მუდმივად აჟიოტაჟის ატეხვა და ქარიშხალი ჭიქაში. როგორც ჩანს ან პოლიტიკური მსხვერპლი არაა საკმარისი, ან კიდევ ვიღაცას სურს პოლიტიკური ოპონენტები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფოს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ და ვხედავთ. სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვანი ენერგია და ძალისხმევა იხარჯება ნეგატივზე, მაშინ როდესაც ეს დროც და ენერგიაც შესაძლოა ხალხის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირკიტაძემ.